სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ დოლიძე:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgiaსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia
რა გახდა, უბრალოდ რომ გველაპარაკოთ. რა გახდა ერთი პოსტი ან ტვიტი რომ გამოაქვეყნოთ, – გაცვეთილი, ზოგადი სიტყვები მაინც გვითხრათ, რომ ყველაფერს აკეთებთ ქართველი ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის დასახსნელად რუსი ოკუპანტებისგან!
წითელ ჯვარსაც არ უშვებენ მასთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ 2008წლის ომისა და უკრაინა-რუსეთის ომის მონაწილე სამხედროს, აწამებენ!
მაინცდამაინც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოგვიგზავნონ ადამიანი, რომ ხმა ამოიღოთ?
მერე ხო დამწკრივდებით დამწუხრებული საჯარო პოსტებით!
გიყურებდით ეს დღეები, იქნებ რამე წამოსცდეთ-მეთქი. ამერიკის ტაიფუნებიდან დაწყებული ყატარის ეროვნული დღესასწაულის მილოცვით დამთავრებული, ყველაფერზე წერთ, მამუკაზე – არა!
გასაგებია, რომ ფრთხილი თემაა და ოფიციალურად მიჰყვებით არ გაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ამაზე დუმილი ნორმალურია?!
არ გაღიზიანება კი არა, ჩაჯმაა ეს და მეორეჯერაც თავის მიშვერა! ფუუუ! ფუუუ!”
კომენტარები