“ტვ პირველით“ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ ამ დრომდე ივანიშვილის ოჯახის ოფიციალური პოზიცია უცნობია. ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ბერამ “ფეისბუქის” გვერდზე პროფილის ფოტო განაახლა, ფოტო არის ბერას ცნობილი კლიპიდან She Said Yes, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.
რას წერენ სოციალურ ქსელში მისი და მისი ოჯახის მეგობრები?
თბილისის მერის, კახი კალაძის პიარის სამსახურის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ. 2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?). და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!“ – წერს თქომაჯიშვილი.
ბერასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ: “ბერა ყველაზე კარგი და ნამდვილი ადამიანი, ძალიან მიყვარს! “ – წერს ნუცა.
მედეა შაფათავა, რომელიც წლებია ივანიშვილების ოჯახთან მუშაობს და მეგობრობს, სოციალურ ქსელში წერს:
“როგორ ვერ გადაიტანა ირაკლის დანიშვნა… ბოღმა. როგორ იშიფრები, შე საწყალო, დამშვიდდი, არ გაგივა მაი პონტი, დურუ… ბერას ბავშვური ხუმრობა კი “კრიმინალიაო”… არც ჩუბინიძეს, არც გომელაურს და მით უმეტეს, ღარიბაშვილს არასოდეს გადაუკვეთავთ ხაზი…წადი ცივი წყალი დალიე და დამშვიდდი, “წყარო”. ფლეშკები გაამრავლე, არსად დაგეკარგოს…პაჟარია, პაჟარი… პ.ს. მიშას ჩანაწერი მიშას “მეფობისას” რას გამოიწვევდა, დამიწერეთ აქ, ფლიზ.“
მსახიობი ლევან გოგორელიანი სოციალურ ქსელში წერს: “ადამიანის მკვლელობის დაბრალებასთან შედარებით ეს ფუჩეჩი ბრალდებაა. ადამიანური თვალსაზრისით ერთი ნაბიჯით წინ ხართ დაჟე…“ – შეგახსენებთ რომ გოგორელიანი ინგა გრიგოლიას სიძე (დის შვილის მეუღლე) გახლავთ და წლებია ივანიშვილების ოჯახთან მეგობრობს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით – “ჩემი ძმა”.
ცოტა ხნის წინ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა: ” დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა, რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ…. დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე…”
კომენტარები