ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ესეთი ამბავია ?
? ყაზახეთის მთავრობის მხარდაჭერით ყაზახეთის უნივერსიტეტებმა დაიწყეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის მიწვევა მთელი მსოფლიოდან.
✅ მთავარი ინდიკატორი ეს არის მაღალი ცირირების ინდექსი, მნიშვნელოვანი საერთასორისო სტატიები და სალექციო კურსის ნოვატორული სპეციფიკა.
? ანაზღაურება 4 000 დოლარი თვეში ‼️ არ გეჩვენებათ ‼️
ძალიან ბევრი საინტერესო პროფესორი და მათშორიც მეც ვარ კონკურსანტი ამ მნიშვნელოვანი ამბის.
? არ გაინტერესებთ რატომ არის საქართველოში დაბალი განათლების დონე? როგორ წარმოგიდგენიათ პროფესორი, რომელიც საათში იღებს საშუალოდ 25 ლარს, საშუალო დატვირტვა აქვს კვირაში 15 საათი ანუ თვიური ანაზღაურება 1200 ლარი ? (ეს ხელფასიც არა წელიწადში 12 თვე, არამედ წელიწადში 9 თვე. როდესაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი)
?მან რა ხარისხი უნდა შეიტანოს აუდიტორიაში ან მეცნიერებაში? როდესაც ერთი სტატიის გაკეთება გავლენიან სამეცნიერო ჟურნალში 200 დან 400 ევრომდე მერყეობს?
ორ თვეში ერთხელ ერთი სტატია მაინც არუნდა დაწეროს მეცნიერმა? ?
? ან რომელი კვალიფიციური ადამიანი შევა საათში 25 ლარად აუდიტორიაში? რასაკვირველია ის წავა და გაყვება სხვა პროფესიას ?
✅ პროფესორს, მეცნიერს უნდა ქონდეს ისეთი ანაზღაურება, რომ სრული რესურსი ჩადოს სასწავლო პროცესში და სამეცნიერო კუთხით მაქსიმალურად განვითარდეს ‼️
? იქამდე, სანამ უმაღლესი განათლება იქნება ესეთ გაუკუღმართებულ დინებაზე მიშვებული, იქამდე სანამ აკადემიური კონკურსი არ იქნება ძალიან გამჭვირვალე, იქამდე სანამ პროფესორის ანაზღაურება არიქნება თუნდაც უსაქმური პარლამენტის დეპუტატის ხელფასზე მეტი ‼️ იქამდე საქართველოს განათლების სისტემა გამოუშვებს საშუალო განათლების მქონე რესურსს.
P.S. აგერ ნახავთ 5-7 წლის თავზე რა ინტელექტუალური რესურსის მქონე თაობები წამოვა ყაზახეთში ‼️
კომენტარები