ჩვენ არ ვიცით პირველწყაროს დავადგენთ თუ არა. აქ ისეთი შემთხვევაა, დიდი ალბათობით შეიძლება ვერ გავიდეთ იმ წყაროზე ვინც ამ ადამიანს გადასდო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ პრეკრიზისული ფაზიდან ერთი კვირის შემდეგ კრიტიკულ ფაზაში გადავიდეთ.
„ერთ-ერთ შემთხვევასთან სადაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შიდაგადაცემასთან გვაქვს საქმე, უკვე გამოკვეთილია 110 კონტაქტი, რომელიც უნდა იქნას გამოკვლეული. ჩვენ არ ვიცით ამ 110-დან პირველწყაროს დავადგენთ თუ არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ისეთი შემთხვევაა, დიდი ალბათობით შეიძლება ვერ გავიდეთ იმ წყაროზე, ვინც ამ ადამიანს გადასდო, შესაძლებელია ამ 110-შიც არ აღმოჩნდეს. ამიტომაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე გადავდივართ პრე-კრიზისულ ფაზაში და არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირის შემდეგ დადგეს კრიტიკული ფაზა, ანუ როცა ზრდა იქნება სერიოზული.
არ გვაქვს საქმე სახუმაროდ და სასეირნოდ. ამიტომაც არის მოწოდება დარჩეთ სახლში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები