პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, დონალდ ტუსკის მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილ წერილზე, “მთავარ არხთან” საუბრისას, ამბობს:
“ჩვენ მომხრეებშიც კი იყო გულის დაწყვეტა, რატომ არ აქტიურობს დასავლეთი, მიშამ ამდენი რამე გააკეთა დასავლეთისთვის და ა.შ. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამას სჭირდებოდა დრო. ეს დრო მოვიდა უკვე. სამწუხაროდ, ეს დრო მოვიდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ხარჯზე, მაგრამ, ფაქტია, ეს დრო მოვიდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა და სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეცაა, იმ ფორმით, რა ფორმითაც პუტინმა ომი წამოიწყო – არაფრისგან, ყველა დაარწმუნა, რომ საქართველოში 2008 წელს, ზუსტად ასე მოქმედებდა პუტინი. მან ვერ ჩამოაგდო მაშინდელი ხელისუფლება არჩევნებზე და ამას რამდენიმე თვეში მოჰყვა ომი.
თუ უფრო კრიტიკულად დადგა საკითხი, არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილი, ფორმალურად, ელჩად დაინიშნოს უკრაინის მიერ სადმე, იმიტომ რომ ელჩის დაპატიმრება არ შეიძლება და კონვენციის მიხედვით, მისი გათავისუფლება მოხდება. მე ჩემ აზრს ვამბობ, თუმცა, იგივენაირად არაორდინალური სიტუაცია, ადამიანი ციხეშია, მძიმე მდგომარეობაშია და ეპატიჟებიან, ხო? ეს რა ჟესტია? მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მოვიდეს დროზე გონს.”
კომენტარები