„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში, ამბობს:
„მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა შემცირებულია, რადგან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და რიგი ქვეყნები უარს ამბობენ რუსული პროდუქტის შესყიდვაზე. შესაბამისად, დღეს რუსული ნავთობის ყოველდღიური გაყიდვები, უხეში გათვლით, 2 მლნ ბარელითაა შემცირებული. მომავალ თვეში შესაძლოა, 3 მლნ ბარელითაც შემცირდეს. ომი მიმდინარეობს, რაც სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა, მნიშვნელოვანი სანქციებისა და ზეწოლის ქვეშ არის, ამიტომ ის ბუნებრივია, ცდილობს, ბევრი პროდუქტი ფასდაკლებით გაყიდოს. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რუსეთიდან საქართველომ პროდუქტი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს. რამაც შესაძლოა, კონკრეტულად ამ პროდუქტზე ფასების არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ შემცირებაც გამოიწვიოს.
რაც შეეხება ამ პროცესში აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების წილს, ორივე მათგანის გაუქმების შემთხვევაში, საწვავი, კერძოდ კი ბენზინი, 1 ლარით გაიაფდება.”
კომენტარები