ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„გუშინ შუაღამეს დასრულდა სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იყო მიღებული. მომავალში, იმ ბალანსში, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები წარმოაჩენს, რასაც ეპიდემიოლოგიური მონაცემები წარმოაჩენს, არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კომენტარები