საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა:
“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე გარე გამოწვევების კუთხით.
სასაცილოა უკვე, ძალიან არასერიოზულად გამოვიყურებით ჩვენი პარტნიორების თვალში, მხედველობაში მაქვს ოპონენტების გაჯიუტება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე. დისკუსია სწორედ პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, იქ უნდა ვიდავოთ ყველა თემაზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობაზე, უსაფრთხოების თემებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე. მართლმსაჯულების რეფორმა ქუჩაში არ წყდება, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. პარლამენტში უკვე შემუშავებულია კანონი, მაგრამ იმისთვის, რომ კენჭი ეყაროს, პარლამენტში შესვლაა საჭირო. ბარიერის ცვლილებაზეა იქ საუბარი, რაც ასევე მათთვის გადადგმული ნაბიჯია. ვის, თუ არა მათ და განსაკუთრებით პატარა პარტიებისთვისაა ეს. ბოლო არჩევნებზე სწორედ ამ პატარა პარტიებმა მიიღეს ხმები და ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამას არათუ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, ჩვენი საზოგადოებაც უკვე ძალიან კარგად აცნობიერებს. მგონი, მივედით უკვე იმ წერტილამდე, როდესაც ყველამ უარი უნდა თქვას თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე. არ ღირს არც ერთი საპარლამენტო სკამი თუ თანამდებობა ქვეყნის ინტერესების ფასად. ყოველი დღე არის დაგვიანებული და თუ ჩვენ დავაგვიანებთ დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაშიც, ჩვენი ეკონომიკის აღდგენაშიც და პანდემიასთან ბრძოლაშიც, რადგან ამას სჭირდება ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია“
კომენტარები