პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებისათვის ხარჯის გაღებას ერიდება და საკუთარ საარჩევნო აქტივს ფულს არ უხდის. ამის შესახებ სამხარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
„რამდენიმე დღეა სამუშაო შეხვედრები მაქვს, დასავლეთის შტაბებში. ნაცების და გახარიას პარტიიდან ინფორმაციის მოპოვება უფრო მარტივია, ვიდრე ბაზრობიდან. ოპოზიციავ, ფულს რატომ არ უხდით თქვენს აქტივს? არ ღირს წაგებულ არჩევნებში ფულის ხარჯვა? რატომ ატყუებთ საკუთარ კოორდინატორ დეიდა-ბიცოლებს,”- მიმართავს დეპუტატი ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებს.
დიმიტრი სამხარაძე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ იდენტური აგიტატორები ჰყავს, რომლებსაც ხელფასების გადახდას არჩევნების მერე ჰპირდებიან.
„ისე ვაღიარებ, ნიჭიერი თუ მოახერხებდა, რომ ნაცებს და გახარიას იდენტური ველის აგიტატორები ყავთ. ხომ უნდა ამას შესრულება? საწყლებმა იფიქრეს, ნაცები თუ არა, გახარია მაინც გადაგვიხდისო. დღევანდელი დღის მონაცემებით ორივემ გადაყარა. კანდიდატებს ტენიან ფული იშოვეთ ან ისე არბენინეთ, სულაც არჩევნების შემდეგ დაპირდითო,“- წერს დეპუტატი
კომენტარები