გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ჩამოდის, არჩამოდის, ეშინია და არ ჩამოდის, ეგ არასდროს ჩამოვა და ასე შემდეგ
არ დააკელით საინფორმაციოებში თუ შოუებში ქილიკი…
იმ ხალხმა განსაკუთრებით, ახლა თავად რომ ციხეშია, ვითომ ციხეში….
ჩამოვიდა და მოხდა ის, რაც იცოდა ყველა ნორმალურად მოაზროვნემ, რომ მოხდებოდა….
მაგრამ, თქვენ ხო იხორხოცეთ და იქილიკეთ და ეგაა მთავარი
გადაგაგორებინათ ბიძინამ ვალების და უფულობის და უპერსპექტივობის პრობლემები…
ახლა რომ ჩამოვიდა და არ მოხდა არაფერი პოლიტიკური სწორედაც იმ ხალხის გამო, თავად რომ ამბობდნენ,
აი ამდენს დაგახვედრებო,
აი პოლტიკური ბრძოლა მერე ნახეო,
ეს რომ იმ ხალხმა თქვა, უკრაინაში თუ პოლონეთში ნასტუმრებმა და კარგად ნაჭამ ნასვამმა ხალხმა,
როგორ შესრულდა, იცით
ვისი დახმარებითაც არაფერი მოხდა, ესეც იცით…
და ახლა ახალი გასართობი ნახეთ ხო….
ავადაა,
არაა ავად….
მოწამლულია,
არაა მოწამლული,
საჩკაობს, იგონებს… განაცხადა ხელისუფალმა
ხო, ადამიანი ქამელეონია, რომ თმის და კანის ფერი შეიცვალოს არა?
კარგით,
არის რაც არის
მაგრამ, ამ ახალ ,,გართობას,, და არაადამიანურ საქციელს მაინც დაანებეთ თავი.
არ გინდათ იმის აღიარება, რომ მიატოვა ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, რომლის ვალდებულებაც იყო
იმ მარტო მოპროტესტე უცხო და უცნობ კაცთან დადგომა მაინც რა იყო, ზრდილობისთვის დადგომა…
არ გინდათ ამის აღიარება….
აი ის მაინც აღიარეთ, რომ
ხართ უძლურები
ხართ უუფლებონი ხელისუფლადდასმულების
პრეზიდენტადდასმულების წინაშე
აღიარეთ, რომ ვერ ახერხებთ რაიმეს გაკეთებას და დაუწესეთ საკუთარ თავს მაინც უბრალოდ ადამიანის ქილიკზე
კაგებეს ციხეში მჯდარზე ქილიკზე
მორატორიუმი, აკრძალვა, შეზღუდვა.
სახეზე გეტყობათ გულში ქირქილი და მიმიკაზე შეკავებული ღიმილი, ვითომდა რაღაც განცხადებებს რომ აკეთებთ.
აღიარეთ, რომ არის მსხვერპლად მიყვანილი და მიტოვებული
როგორც ერთმა ცნობილმა უცხოეთელმა ემიგრანტმა გადაკვრით ბრძანა,
გააკეთეთ კლაზურა, ქლოუზურა
დახურეთ საქმე რომ მიხედოთ პოლიტიკურ ბრძოლასო….
აი ეს იყო გადაკვრითი მოწოდება
და
კი ბატონო
გააკეთეთ ასე
ოღონდაც რაღაცა მაინც გააკეთეთ….”
კომენტარები