ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
2024 წლის ბიუჯეტის პროექტში:
110 მილიონი ლარი იხარჯება საზოგადოებრივ მაუწყებელზე174 მილიონი ლარი კი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენაზე.უფრო თვალსაჩინო მაგალითი, რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს მთავრობას, რთული მოსაძებნია.არ არსებობს არანაირი მშვიდობა ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და მტრის წინააღმდეგ ერთიანი საზოგადოების გარეშე.დაყვავების პოლიტიკას არასდროს, არსად, არც ერთ ეპოქაში უმუშავია აგრესორის წინააღმდეგ.ორი რამ აჩერებს რუსეთს, რატომაც ჯერ კიდევ არ ვართ ოკუპირებული:პირველი: უკრაინის წინააღმდეგობა. ახლა ჩვენთვის და ახალი თავისტკივილისთვის არ სცხელათ, თავისი გასჭირვებიათ.მეორე: საქართველოს მეგობრები დასავლეთში.ამ ტემპით თუ გავაგრძელებთ, ეს ჩვენი მოჩვენებითი მშვიდობა დასრულდება სრული კატასტროფით ქართული სახელმწიფოსთვის და სუვერენიტეტის დაკარგვით.და მერე, “ოღონდ ომი არ იყოს და ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა, რაის ჯარის გაძლიერება, ჩუმად ვიჯდეთ” ხალხი, საკუთარ შვილებს ავდეევკასა და ნოვოპროკოპივკასთან გააგზავნით, ოღონდ რუსების მხარეს და არა ნებით, არამედ იძულებით.ზუსტად ისე, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალი “ნაციონალური უმცირესობები” – ტუველები, ჩუვაშები, თათრები, დონეცკელები და ლუგანსკელები წყდებიან სანგრებში, ხოლო მოსკოველები და პიტერელები შარდენზე ან დუბაიში გულაობენ.არ გინდათ სხვის ომში სიკვდილი?მაშინ, საკუთარი თავისუფლების დასაცავად იყავი მზად.თუ გგონიათ, ეგ არ შეიძლება ხვალ მოხდეს, ძალიან ცდებით.სხვის ომში ხმლის ქნევის მეტი რა გვიკეთებია ქართველებს. ლამის მთელი ჩვენი ისტორია ეგაა.
არც ჩვენი და ჩვენი შვილების თაობა იქნება გამონაკლისი, თუ დროზე არ მოვალთ გონს.
კომენტარები