პოლიტიკოსი, ანი მიროტაძე, მედიასთან ამბობს:
“ნაციონალური მოძრაობა მე პირადად დავასრულე 2012 წელს. არ მინდა და არ ვემხრობი, თუმცა, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ნაციონალური მოძრაობაც, გახარიას პარტიაც, ქართული ოცნებაც და სხვა პარტიებიც იყოს კოალიციაში – ვინც ამის წინააღმდეგ წავა, უნდა გააცნობიეროს, გამზადებულია მისი ადგილი პოლიტიკურ სასაფლაოზე.
გახარიას პარტიის წარმომადგენელი ლაპარაკობდა ინფლაციაზე, არ გრცხვენიათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებო? არ გრცხვენია გახარია? ჩამოშალეთ ქვეყანა და ახლაა პრობლემა? ახლა შია? ძალიან შია ხალხს და სერიოზული პრობლემებია, მაგრამ უხერხული ხომ არ არის ახლა ამ თემაზე ლაპარაკი?
მე მგონია, გახარიაა პროექტი, ოღონდ, რამდენად მოახერხებს ეს პროექტობა დამალოს თუნდა 30 ოქტომბრამდე, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეყოფა პოლიტიკური ჭკუა და გონება.”
კომენტარები