“ლელოს” დეპუტატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს:
“მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, რომელიც 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა?
მაინტერესებს ასევე განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა რომ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში მიითვისეთ უზარმაზარი მიწები 95 ლარად კვადრატული მეტრი. მაინტერესეს, რომ გაგვიზიაროთ ეს კომერციული ნიჭი, რომელიც თქვენ ოჯახს აქვს”
ბურჭულაძემ სამადაშვილის განცხადებებს ტყუილი უწოდა:
“რაც შეეხება ჩემს ქონებას, ჩემი შვილი არ არის, ეს იყო ერთი ცილისწამება, ჩემს წინააღმდეგ. მე ამაზე სარჩელიც მაქვს შეტანილი, კონკრეტული ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს. თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არმიღებაზე რამდენიმე თვე. ბოლოს მიიღეს სარჩელი. მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ. იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი.
რაც შეეხება დედაჩემს, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. მით უმეტეს, ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში თქვენი ხელისუფლების დროს ერთი ნასყიდობით აქვს რამოდენიმე მილიონი აღებული. და ის, რომ ეხლა შპს-ში დედაჩემი იყოს მონაწილე, რამოდენიმე შპს-ს დამფუძნებელია და დირექტორი, ეს ხდება ოღონდ 1995 წლიდან. თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა, ასევე კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც მე, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი. და თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, მათ შორის, 90-იან წლებში ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია რუსთაველის გამზირზე მოხდა ჩემი ოჯახის მიერ. ასე რომ, ეს საკითხი ძალიან გთხოვთ დახუროთ.”
კომენტარები