სტუდენტები ხელისუფლების მუქარას პასუხობენ მედიასთან.
დავით სეხნიაშვილი:
“იზოლატორში უკვე ვიყავით, ის ნერვიულობა დედაჩემმა გადაიტანა, უკვე მიხვდა, რომ ეს არ არის სანერვიულო და მე დედაჩემს ბოდიშს არ ვუხდი იმის გამო, რაც მოხდა. თვითონ მომიწოდა პირიქით, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის. არცერთი სტუდენტი მაგას არ შეჭამს, რასაკ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთი კაცის მართულები არიანო. აქციებზეც ვიდგებით, ჩვენს სამოქალაქო პოზიციასაც დავაფიქსირებთ და ვიქნებით უკეთესი თაობა, ვიდრე ირაკლი კობახიძე და მისნაირი “კაგებეშნიკი”
ანა მინაძე ამბობს:
“რადიკალებიც გამოვედით, ექსტრემისტებიც, ფაშისტებიც – ეგ ყველაფერი მოიკითხონ თავიანთკენ. ირაკლი კობახიძე თავად ვინც არის, ვისი შვილიც არის, ვისი შთამომავალიც არის და ვის ინტერესებსაც ატარებს, ყველასთვის ნათელია. ცდილობენ დაგვაშინონ, მაგრამ არცერთი წამით არ გვეშინია, გავაგრძელებთ ბძროლას, გავაგრძელებთ იმ მიზნისკენ სწრაფვას, რა მიზანიც თავიდანვე დავისახეთ. შესაძლოა იყოს დაკავებების სერიებიც, მუქარების გაგრძელებებიც, მაგრამ კანონიერად ვერცერთ ჩვენგანს ვერაფერს მოსთხოვენ. თვითონაც იციან, რომ თავიანთ უკანონო თამაშში ჩვენ არ ავყვებით, თუ ახლა შიში გამოვაჩინეთ და ჩვენ თუ ახლა რაღაცაზე უკან დავიხიეთ, აღარ აქვს აღარაფერს აზრი.”
კომენტარები