საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:


”არ გვინდა თქვენი დახვრეტა პუტინ”- ლეხ ვალენსა პოლონეთის პირველი პრეზიდენტი.


ამ განცხადებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს
“პუტინთან თავიდანვე სხვანაირი მიდგომა და საუბარი იყო საჭირო. გადაეცით პუტინს რომ თუ მას აქვს რაკეტები, მან უნდა იცოდეს რა გვაქვს ჩვენ, უბრალოდ არ გვინდა შენი დახვრეტა, არ გვინდა შენი განადგურება, ნუ გვაიძულებ, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, ვერ გადარჩები ბიჭო, თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ ჩვენს შეარაღებას“, – დასძინა ვალენსამ


პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოკავშირეა, უკრაინას გადასცა 18 ერთეული 155მმ თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab-ი,უახლოეს მომავალში გადასცემს 60 ერთეულს, ასევე T-72 ტიპის ტანკებს(შეთანხმებული 200 ერთეული ტანკიდან ეტაპობრივად აწვიდს უკრაინას), ასევე უკრაინას გადასცა საავიაციო საბრძოლო მასალა ჰაერი-ჰაერი, ჰაერი-ხმელეთის კლასის რაკეტები და სხვადასხვა ტიპის შეარღება…პოლონეთმა მიიღო დაახლოებით 3,5 მილიონი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ლტოლვილი ომის მიმდინარეობისას…”
კომენტარები