23 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურაში, მედიის წარმომდგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა. ამის შემდეგ, საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დავით ფურცხვანიძისა და მიხეილ რამიშვილის ეპიზოდზე:
“რამიშვილის ტელეფონის გახსნა, დათვალიერება, ექსპერტიზა ადვოკატის თანხმობით მოხდა. გამოძიებისთვის მობილურში მისი სხვა მონაცემები არ არის საინტერესო, გარდა ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა, რომელიც ეხება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ეპიზოდს. არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ რამიშვილს ვიჭერთ. ის მოცემულობა, რაც ფოტოსურათების თემას უკავშირდება, ობიექტურად აჩენს ეჭვებს. თქვენ რომ გამომძიებლები იყოთ, არ გაგიჩნდებოდათ ეჭვი, რომ შესაძლოა რამიშვილი მონაწილეობს ამ დანაშაულებრივ სქემაში და არ გადაამოწმებდით ამ მიმართულებით, რამიშვილის ტელეფონით არ დაინტერესდებოდით? დამტკიცებულია, რომ ეს ფოტოსურათები არის გაყალბებული, ფურცხვანიძე ამბობს ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ ამერიკაში, ასევე, სხვა ფოტომასალას წარმოვადგენო. კი, ბატონო, ჩაატაროს ექსპერტიზაც და ფოტოებიც მოიტანოს ამერიკიდან თუ ჩინეთიდან, ოღონდ ავთენტური მასალა”.
ამბები.ჯი
კომენტარები