“ტვ პირველი” დაუკავშირდა რამდენიმე რაიონის ჩინოვნიკს, რომლებსაც უთხრეს, რომ უკავშირდებიან, ქართული ოცნების მონიტორინგის ჯგუფიდან და ჰკითხეს, ხომ ნამდვილად მისცეს გაფრთხილება თანამშრომლებს, არ წასულიყვნენ 3 ივლისს თბილისში აქციაზე, ხომ გააკონტროლებენ და ხომ უთხრეს საჯარო მოხელეებს, რომ თუ აქციაზე წავლენ, სამსახურებს დაკარგავენ.
პასუხები ასეთია:
–არა, არა, ჩვენგან მაქსიმალურად კონტროლდება, არ გვყავს ასეთი ისინი… გაფრთხილებული გვყავს და კონტროლზე არიან აყვანილნი… კი, ვუთხარით, რომ თუ წავლენ შეიძლება სამსახურები დაკარგონ, ასეა ნამდვილად მიდგომა.
–რომც არ მიგვეცა გაფრთხილება, თბილისში არ ჩავლენ… არა, არა, არ წავიდოდა არც ერთი და მეორე – იცის ყველამ… მე ვუთხარი თვითონ საკრებულოს წევრებს და იცოდნენ, არ უნდა წასულიყვნენ…
–ყველა გამევიდა, ყველა უბანზეა… ვინც არ გამოცხადდება, ვუთხარი, სია მომეცით, გადავაკონტროლო–თქო, დღეს საღამოსვე… ახსნა–განმარტებას დავაწერინებ, რატომ მოიტყუე, ვითომ ოჯახში რაღაცა და თბილისში წასულხარ და დავიწყებ რეაგირებას…
კომენტარები