სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“უკრაინის ომზე რომ ზეპირად ვიცი თითქმის ყველაფერი ხომ იცით?
ვუყურებ 5 თვეა ამ ძალიან მძიმე ომს! უკრაინელების გმირობას! 40 ათასამდე ორკი გაანადგურეს! უხეში დათვლებით 15 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენეს რუსეთს!
და მაინც ჯერ კიდევ დგას ეს პირსისხლიანი მონსტრი! კი, აუცილებლად განადგურდება და დაეცემა ძალიან მალე! ეს გარდაულია!
მაგრამ იცით რაზე მეფიქრება სულ? დაფიქრებულა ვინმე რას გაუძლო ჩვენმა გმირმა ჯარმა 2008 წელს? რამხელა პირსისხლიან მონსტრს გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა? არ დაუხარა თავი და იბრძოლა ბოლომდე!
არ გვქონდა ჯაველინები! არ გვქონდა სტინგერები! არ გვქონდა პანცერფაუსტები! არც ამდენი ტანკი გვყავდა! არ გვქონდა ჰაიმარსები, არც MLRS-ები, არც ცეზარები და არც არაფერი! უბრალოდ ქართულმა ჯარმა იბრძოლა ბოლომდე! უმაღლესმა მთავარსარდალმა არ მოაწერა ხელი კაპიტულაციას, არ დატოვა ქვეყანა! დიდება ყველას, ვისაც ქართული ფორმა ეცვა და საკუთარ სამშობლოს იცავდა სიცოცხლის ფასად!
დიახ, უკრაინელებმა იძიეს შური ჩვენს მაგივრად და მაშინ საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმია სრულად განადგურებულია! და სრულიად ეს პირსისხლიანი მონსტრი ძალიან მალე დაეცემა უსულოდ უკრაინულ მიწაზე!
მადლობა ქართველ გმირებს! დიდება ქართველ გმირებს! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს!”
კომენტარები