,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას რეპორტაჟს ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,არ იფიქროთ, ამ პოსტს იმიტომ ვწერ, როინ მეტრეველი ჩემი მოგვარე რომაა. 🙂
საერთოდ არ ვიცნობ. ცხოვრებაში ნანახიც არ მყავს.
უბრალოდ, თქვენი აჟიოტაჟი ვერ გავიზიარე და ეს მინდა გაგიზიაროთ.
პირველ რიგში იმიტომ ვერ გავიზიარე, რომ არა მარტო როინ მეტრეველის, არამედ ჟირნალსიტის მაგივრადაც ვიგრძენი თავი უხერხულად. მე ასეთ რამეს ვერასდროს ვიზამდი. შეიძლება ცუდი ჟირნალსიტი ვარ და იმიტომ. მაგრამ ეს არაა მთაავრი. ყორშიას სრული უფლება ქონდა ეს ექნა.
მთავარი სხვა რამეა: რაზეც აჟოტაჟია ატეხილი, მომეჩვენა, რომ ეგ ეგრე სულაც არაა ანუ თუ ყურადღბეით მოისმენთ აკადემიის პრეზიდენტის და ჟურნალისტის დიალოგს, აღმოაჩენთ, რომ მეტრეველი სინამდვილეში თნახმობას სულაც არ იძლევა ღარიბაშვილის აკადმეიკოსად არჩევაზე.
კი ეპათხალიმება, აქებს-ადიდებს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ამბობს, რომ ირკალის გამო ყველაფრისთვის მზად არის და ა.შ., მაგრამ ორი თხოვნიდან პირველზე (იქნებ მედიას არ გავაგებინეოთ ისე ავირჩიოთ ღარიბაშვილი აკადმეიკოსადო) პირდაპირ ეუბნება უარს, ეგ ამბავი არ გამოვა ჩუმადო და აქედან გამომდინარე მეორე თხოვნაზე, ღარიბაშვილის აკადმეიკოსად არჩევაზე დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: განა რამე პრობლემაა, მე ირკალის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ, აკადემიაც მისი მხარდამჭერია, მაგრამ რადგან ამ ამბის დამლვა არ გამოვა, დასაფიქრებელია ეგ საკითხი, ემანდ დათვური სამსახური არ გავუწიოთ ბატონ ირაკლისო ანუ სასაცილოები არ გავხდეთო და იქნებ შემახვედროთ მასაც და ადმინისტრაციის უფროსაც, პირადად დაველაპრაკებიო.
როინ მეტრეველის გაპრავება არ დამაბალაოთ. :). ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყო როგორ ეპათხალიმება. უბრლაოდ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თანხმობისგან, ჩემი აზრით, ეშმაკურად იძვრენს თავს.”
შეგახსენებთ, ბექა ყორშია როინ მეტრეველს პრემიერის თანაშემწის სტატუსით ურეკავს და ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას სთხოვს.
კომენტარები