“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს, სადაც ის ამბობს, რომ კომუნიკაცია გრძელდება პარტნიორებთან და მათ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან:
“ახლა ამყარებენ კომუნიაკაციას? ახლა არ იყვნენ იქ? ახლა არ იყო ვარსკვლავი კობახიძე ჩასული? არ ჰყავთ ელჩი? რა კომუნიკაციაზე საუბრობენ?
ბატონ ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ, სენატრორმა რიშმა, რომელიც არის საქართველოს მეგობარი და არა რომელიმე ხელისუფლების, თქვა რომ ჩამოვიდა საქართველოს საგარეო მინისტრი და მოგვცა გარანტიები, რომ პროგრესი იქნებაო.
ჩამოვიდეს ერთი ეს დიდი ფიგურა ზალკანიანი და გვითხრეს, რა გარანტიები მისცა.
ამერიკას სალეჩო ჰყავთ აქ, განა ასე ბრმად უჯერებენ ვინმეს!”
კომენტარები