ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის მიერ მისი გვერდის დაბლოკვას აპროტესტებს და წერს:
“ჩემო კარგო მარკუს, ასე თუ გაინტერესებდა რას ვფიქრობ, რას დამადე სასჯელი და დამიქვესკნელე ჯოჯოხეთის ქვედას ზედა წრეზე 29 დღით კედელი, რომ ალალი ბიძაშვილების გარდა ვეღარავინ ხედავდეს ჩემს არსებობას. თან ცინიკურად რომ მაინც მეკითხები, რას ფიქრობო. რას ვფიქრობ და ისევ რუსეთზე ვფიქრობ. კერძოდ კი იმას, რომ ომი არ იქნება ჩვენთან, რუსეთი მძიმედაა დაჭრილი. მაქსიმუმ ერთი-ორი გადაფრენით გადმოგვბომბონ, ერთი ლუგარს ტკუცონ და მეორე რამეს კიდევ და ამის პრევენციისთვის გვინდა შესაბამისი საჰაერო თავდაცვა. არ იქნება ომი არც ნაცების გამო, როგორც აქამდე გვაშინებდნენ და არ იქნება ომი არც ივანიშვილის მილიონების ბუღალტრული შეფერხების გამო, როგორც ახლა გვაშინებენ. მოვფომფლოვდეთ და ვილოცოთ უკრაინისთვის. ჩვენი ავთანდილებიც იქ არიან და ჩვენი ხატაელებისგან და ქაჯეთისგან თავისუფლებაც იქ წყდება დღეს. ჩვენი ომიც იქაა, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოსი.”
კომენტარები