“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა, პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას, თქვა:
“ქალბატონი სალომე არ იშლის მაინც ჯიუტობას, აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ახლობლების მონახულებას, საფრანგეთშია ხშირად და მაგიტომ. თუმცა ლეგიტიმაცია არ აქვს, თქვენ იცით, ის არღვევს კონსტიტუციას და შესაბამისად ჩვენი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ქალბატონი სალომე, ბოლო 2 წელია გადაბარგდა რადიკალების ნარატივზე”.
კომენტარები