ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ტაძარში მყოფები შობის წირვის დროს მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციის დაცვას, მაგრამ ბევრი ადამიანი მივიდა და მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.
“მაქსიმალურად იყო დაცული იმის მიხედვით რა, […] ჩვენ ვერ ვეტყვით, ვერასდროს ვერ ვეტყვით ადამიანს, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს, ეს არ არის სწორი გამონათქვამი. ეკლესია ის ადგილია, სადაც არავინ არავის არ ეუბნება მოვიდეს თუ არ მოვიდეს. პირბადეები ეკეთათ ყველას და მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციის დაცვას, მაგრამ არ ხერხდება ასე მეტრ-ნახევარი იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. შობაა და მინდა გითხრათ, რომ საოცრება ხდება ჩვენს ქვეყანაში, საოცრება ნამდვილი აღდგომის წირვიდან მოყოლებული, რომ ასეთი შემთხვევა ეკლესიიდან გავრცელების არ ყოფილა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები