„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს
“არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს დიდად აინტერესებდეთ ეს ამბავი. საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც არის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, არის ფიზიკური შიმშილი, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება. როდესაც ხელისუფლება თვითონ აცხადებს, რომ 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და აქედან 233 ათასი არის ბავშვი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოგვარებაც არის კობახიძის და მისი პარტიის პასუხისმგებლობა, მანამ, სანამ ოფიციალურად ისინი არიან ხელისუფლებში. მე არ მახსოვს ოდესმე შეწუხებულიყოს და შეემჩინოს მას ეს ფიზიკური შიმშილი, რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა.”
კობახიძემ ენმ-ისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანება „საკადრო შიმშილად“ მოიხსენია და თქვა, რომ მათ შორის განსხვავება არ არის.
კომენტარები