ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, ნიკა მელიას საკუთარი მხარამჭერებისადმი მიძღვნილ დღევანდელ პოსტს პასუხობს და წერს :
“25 წელია საკმაოდ ახლოდან ვადევნებ თვალს ქართულ პოლიტიკას და არ მახსოვს შემთხვევა, საკუთარი პარტიის მხარდამჭერები საჯაროდ დაემუნათებინოს ვინმეს.
ყველა: დიდი თუ პატარა, მსხვილი თუ წვრილი, მასშტაბური თუ ლოკალური პოლიტიკოსი ცდილობს გაუფრთხილდეს საკუთარ მხარდამჭერებს და ჩვენ რატომ უნდა ვუქნიოთ თითი მაშინ, როდესაც მადლობას იმსახურებენ?
ან რას ვემართლებით მათ, ერთგულებას? იმას რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლიდერის გადარჩენას ითხოვენ?
ძალიან კარგია მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდის სურვილი, მაგრამ მარტივი არითმეტიკა და ჭეშმარიტებაა: მხარდამჭერთა რაოდენობა რომ გავზარდოთ, თუნდაც IRI-ის ბოლო ორი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ჯერ ის უნდა შევინარჩუნოთ, ვინც მხარს გვიჭერს…
ელემენტარულია.”
კომენტარები