ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე, რომელბსაც ადამიანებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს, “პრაიმშოუს” გუშინდელი ეთერის შემდეგ, სოციალურ ქსელში, წერს:
„არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა…
ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა…
ყველას, ყველას უკლებრივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…
პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე – მათთვის“
კომენტარები