ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე მგონი ეს ხალხი მართლა ვერ ათვიცნობიერებს მთელი დედამიწა რომ გაჩერებულია და საქართველოს მთავრობას კიდებენ მთელ ცოდვებს! ვიღაცა წერს გაზი გაგვითიშისეო, ვიღაცამ მშიაოო, ვიღაცამ მანქანით მინდა ვიაროვოო, გამათბობელი მე თვითონ გავთიშე უკვე ერთი კვირაა, ფანჯარაც ღია მაქვს, შემცივდება და თბილად ჩავიცმევ, არ მექნება ხორცი, შევწვავ კარტოფილს, არ მექნება კარტოფილი კვერცხს შევიწვავ, ბოლო ბოლო მარტო ჩაის დავლევ, რაღაც გავიჭირვოთ, მოვიკლოთ, არავინ არ ვართ დალხინებული, მაგრამ ასე წამდაუწუმ არ ვწუწუნებთ აქ! დედამიწას უჭირს ახლა, გაიგეთ,გაიგეთ! ვაახ! კუჭამდე რომ დავედით ყველა, იმიტომაც გამოგვიგზავნეს ეს განსაცდელი, ვერც ამას ხვდებით?”
კომენტარები