ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ კარლ ჰარცელის განცხადების შეფასებისას, ასევე თქვა:
“არ მგონია, რომ ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა, რაც საქართველოშია მიღებული. თუ რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე.
თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით”
კომენტარები