ჯიპას” პროფესორი თორნიკე შარაშენიძე, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“ოცნება“, ცხადია, ძალიან დაზიანდა ამ ჩანაწერებით და ამას კიდევ რა მოჰყვება, არ ვიცით. “ოცნება ჯერჯერობით აწვება იმ ვერსიას, რომ ჩანაწერები გაკეთებული იყო 2012 წლამდე, მაგრამ თუ დადგინდა, რომ ჩანაწერები გაკეთებული იყო 2012 წლის მერე? გამოდის, რომ სამთავრობო რესურს იყენებდნენ ოჯახის ინტერესებისთვის. ეს გაცილებით რთული იქნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს “ოცნების“ შიგნით კრიზისი და როგორ გადაიტანს ამას “ოცნება” არ ვიცით. ჩვენ ვნახეთ როგორ დაარტყა მათ გახარიას წასვლამ, კიდევ ახალი ტალღა კრიზისის, როცა ამდენი კრიტიკა ხვდება გარედან, შიგნიდან, არ იქნება იოლი გადასატანი.
არა მგონია, გახარია ამაზე წასულიყო, როგორც ვიცი, მას ამ ტიპის ჩანაწერებზე წვდომა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მგონია, რომ ეს არ არის გახარიას სტილი. უფრო მეტიც, არ მგონია რომ გახარია პოლიტიკაში მოსვლას და “ოცნებაზე” შურისძიებას აპირებდეს.
ფრთხილი ოპტიმიზმი ისევ მაქვს, გაცილებით უარესები გამოგვივლია, ბოლოს და ბოლოს, მადლობა ღმერთს, შეიარაღებული ფორმირებები არ გვყავს ქუჩაში, რომელებიც გადატრიალებას მოახდენენ, ქვეყანა ასე თუ ისე მუშაობს. ეს ისე მძიმე არ არის. “
კომენტარები