გენერალი ზაზა გოგავა, 2008 წლის ომის მონაწილე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ხმამაღლა ვამბობ, რუსეთი ამ ბრძოლაში დამარცხდება, მისი დამარცხება დაწყებულია, მაგრამ ეს არ იქნება უმტკივნეული, იქნება ძალიან მტკივნეული – საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, მეორე – საქმე ეხება ჩვენ მეგობარ ქვეყანას და მესამე – ამ დამარცხების შემდეგ, წარმოიშვება ის ნანგრევები, რომელ ნანგრევებშიც ნებისმიერი ქვეყანა, ვინც თავის უსაფრთხოებას არ მიაქცევს ყურადღებას, შეიძლება უარეს დღეში აღმოჩნდეს.
2008 წლის ომის დროს, მოსკოვში ერთი ადამიანის განცხადება არავის ახსოვს, რომ აი, რას აკეთებს ჩვენი ჯარი საქართველოში? რა მოხდა ახლა? შეჭრის პირველივე დღეს მიიღეს გამოსვლები. 3000 დაღუპულ სამხედროს აბრუნებენ რუსეთში და უკრაინა წითელ ჯვარს მოუწოდებს იქნებ ჰუმანიტარულად დაგვეხმაროთ, რახან არ მიაქვს რუსეთს ცხედრები, თქვენ დაგვეხმაროთ გადასვენებაშიო. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ ათასამდე ცხედარი ჩავა რუსეთში, გამოსვლების ეფექტი წარმოიდგინეთ, ყველა ამ ადამიანს დედა და ოჯახი ჰყავს. სანამ ამ პროპაგანდაში არ გაახვევს და სისულელეს არ ჩაადენინებს, არც ერთი ეს ადამიანი მკვლელი არ არის.”
კომენტარები