საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ბურჭულაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ექსპრეზიდენტს უნდა გავუფრთხილდეთ.
“გავუფრთხილდეთ მიშას! მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სააკაშვილი გარდაცვლილი იქნება და ივანიშვილი ცოცხალი! მე მათ ორივეს ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ორივეს სიცოცხლე აუცილებელია, როგორც მაგალითი, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის!
მაგალითი თუ რა განსხვავებაა სიბნელესა და სინათლეს შორის! სამშობლოს სიყვარულსა და ფულის სიყვარულს შორის! პოლიტიკოსობასა და ქვეყნის “დირექტორობას” შორის! მთავრობაში ქვეყნისთვის საქმის მკეთებელთა მოყვანასა და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე მზრუნველთა შორის! ქვეყნის სიყვარულსა და ქვეყნისადმი ზერელე დამოკიდებულებას შორის!
ქვეყნის განვითარებასა და ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას შორის! ქვეყნისთვის თავგანწირვასა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდებას შორის! ხალხის სიახლეების, რეფორმების გარშემო გაერთიანებასა და ერთმანეთზე გადამტერებას შორის! განვითარებულ ევროპულ ქვეყანასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის! ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს! ორივე გვჭირდება სამაგალითოდ, მიშაც და ბიძინაც! გავუფრთხილდეთ მიშას!” – წერს ბურჭულაძე.
კომენტარები