„რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, მაგრამ არ მინდა ვინმემ ინერვიულოს“ – ამის შესახებ “დროს” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-9 დღეა, პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
„სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, ამ ჩარევას მოითხოვს. არ მინდა ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კომენტარები