პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი. „2020NEWS”-თან აცხადებს:
„კანდიდატურების შესაფასებას არ ვაპირებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სიახლე არ შესთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას.
შემიძლია ასეთი ფრაზით მოვიხსენიო: „ჩვენ იგივე ვართ მარად და მარად“. ეს ვნახე მე, ერთი და იგივე სახეები, ანუ „ოცნებამ“ საზოგადოებას პრაქტიკულად, შესთავაზა 8-წლიანი სტაგნაცია, რაც არის და რაზეც ჩვენ ყველას გვაქვს რეაქცია.
კანდიდატებს ცალ-ცალკე არაფრით განვიხილავ. ვიტყვი, რომ ამ გუნდმა, რომ წარგადგინოს, ეს არის შენი დისკრედიტირება.
„ქართული ოცნება“ დღეს ვისაც წარადგენს, ეს იმ კანდიდატისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ „ოცნება“ ასოცირდება უსაქმურობასთან, კორუფციასთან, სტაგნაციასთან.
ამ გუნდის მიერ იგივე სახეების წარდგენა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გთავაზობს გამოუძიებელ საქმეებს, გაყალბებულ ექსპერტიზას, შვილმკვდარ მამებს რუსთაველზე.
პრაქტიკულად, დღეს გაიხსნა ფარდა და დაგვენახა იგივე ადამიანები, რომელთა მიმართ საზოგადოებას უდიდესი პრეტენზია აქვს. ეს გუნდი, რომ წარგადგენს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! შენ ხომ ამ გუნდის იდეოლოგიას იზიარებ?! შესაბამისად, მე მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო, რომ ყველა ის პიროვნება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, როგორც დისკრედიტირებულმა გუნდმა, სახელმწიფოს თვალსაზრისით, წარადგინა, ეს მათთვისვე, თითოეული მაჟორიტარისთვის, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ძალიან ცუდია“
თავად თაკო ჩარკვიანს დაანონსებული აქვს, რომ საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს, მიუხედავად იმისა, დაასახელებს თუ არა მას მაჟრიტარობის კანდიდატად მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული კოალიცია „ძალა ერთობაშია“. აი, როგორ აფასებს, ახალი პარტიის თავმჯდომარე მძიმე წონიანი ექსმინისტრის, დავით სერგეენკოს სამაჟორიტარო შესაძლებლობებს ამავე საარჩევნო ოლქში, სადაც მათ შერკინება მოუწევთ, თუ თაკო ჩარკვიანი თავის კანდიდატურას დააყენებს:
„მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არჩევნებზე ხალხი დაამტკიცებს. მე მაგალითად ვისურვებდი, რომ თავის პროფესიაში დარჩენილიყო ეს ადამიანი. გულწრფელად გეუბნებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი არ ვიცი რამდენად მოუნდება ხალხს. არც ცუდი არაფერი მინდა ვთქვა მასზე. ვინაიდან საბურთალოზე კენჭს ვიყრი, არ მინდა, ზედმეტად ვინმე გავლანძღო. ესჩემი სტილი არ არის.
უბრალოდ, ამ გუნდის მიერ წარდგენილი ადამიანი (ვგულისხმობ ნებისმიერ მათთაგანს) ეთანხმება „ოცნებას“ , ეთანხმებიან გავრილოვის საქართველოში შემოყვანას, ეთანხმებიან გამოუძიებელ საქმეებს, პროტესტი ხომ არასოდეს გაგვიგონია?! შესაბამისად, ახლა ხალხი განსჯის. ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ პროტესტი არ გამოუთქვამთ, მთელ რიგ საკითხებთან და დარღვევებთან დაკავშირებით, რამდენად მოუნდება ხალხს კიდევ ეს გუნდი? ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს“
კომენტარები