აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მომხრე არ არის.
ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუშიგანაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ფარგლებში, რომლის მიღწევასაც გეგმავს, რასაც ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.
„სანქციებით ყველას ვიშორებთ, ვინც გვიახლოვდება, ამიტომაც არ მიყვარს სანქციები. მე ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან სასარგებლო იყო ირანთან მიმართებით, მაგრამ ირანთან სანქციებიც ასე ძლიერად არ მჭირდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები