მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ახალ ვერსიას ავრცელებს “ტვ. პირველის“ ეთერით:
„ამ ბავშვს ჰქონდა ორი სამსახური. არ მიწყინოს ოჯახმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს ვფიქრობ, ის მეორე სამსახური მუშაობდა სუსზე.
მთელი ხელისუფლება არის დამოკიდებული სუს-ზე. ეს სუსიც ძალიან განებივრდა და თავის თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს ყველგან. შეიძლებოდა ნებისმიერ ბინძურ საქმეში გამოეყენებინათ გინდა ირანი იყოს ან ყარაბახი, თუნდაც რუსეთი. ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს მკვლელობაა და ზუსტად ვხედავ, რომ ამ საქმეში მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები“
კომენტარები