• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მჯერა…7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა – მდინარაძე მაკო ჯაბუას პოსტზე

ალია ავტორი - ალია
14:24 03-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
834

 

“ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

მდინარაძის თქმით, მას არ სჯერა იმ ბრალდებების რაზეც ჯაბუამ პოსტში ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მხილება, დიდი ალბათობით, არის “ფაშისტური კამპანიის” ნაწილი. მისივე თქმით, ეს ამბავი აგონებს ბოლშევიკების პერიოდში “დანოსების” დაწერას.

მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიება სჭირდება იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მისივე თქმით, ეს “კრიტიკული ტელეკომპანიის” ჟურნალისტების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

“ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა.

მე არ მჯერა….უნდა მჯეროდეს აუცილებლად? [მთავარი არხის ჟურნალისტს] ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი…. თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. “როგორ არ გჯერათ” ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე”

„მთავარი არხი“

+18 – “იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში” – ჟურნალისტი მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved