საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მე მყავს ძაღლი “ჯეილო”, რომელიც ახლა 6 წლის არის და 4 თვის ავიყვანე.
ქუჩის ცუგა, მეტისი, რომელიც 13 ივნისის წყალდიდობას გადაურჩა და მას შემდეგ ფულმფულა ცხოვრება აქვს მოწყობილი ჩემს სახლში.
ვისაც ცხოველი ყავს, იცის ეს რა სიყვარულია…
ისიც იცის, პატრონი რომ ავად ხდება – ცხოველი როგორ რეაგირებს…
შვილი ჯერ არ მყავს, აცრაც ალბათ ამიტომ დავაგვიანე ათას სისულელეს ვკითხულობდი რომ ეს აცრა ცუდია მომავალი ორსულობისთვის, გატესტილი არ არის, რა იცი რა მოხდება…. ფაიზერი ჯობია თუ სინოვაკი?! რო მომინდეს ბავშვის გაჩენა, საფრთხე ხომ არ არის და მოვედი იქ სადაც მოვედი…..
რა ფეხს ითრევ, აიცერი, დაიცავი თავი და ღმერთმა რაც უნდა მოგცეს მოგცემს… რას ტესტავ შენ ბედისწერის ვარსკვლავს?
გარედან ამბავი მოდის რომ ორსულებს ერჩის მონსტრი!
ავიჯაგრეთ მებრძოლთა პალატა, ყველა ენერგიას ვუშვებთ დედებთან, პატარებთან, ორსულებთან
ოღონდ არ მოდუნდეთ და დავიცვათ მომავალი დედები, ჯერ არ ატირებული პატარები მთელი გულით და დაგლეჯილი ფილტვებით გთხოვთ
მე, ინეზა, მამაო და ჩვენი ვიტო
21 ივლისს ჯეი არ მომეკარა, არ ჭამა, წყალი არ დალია… დადარაჯდა კოვიდთან და არ შედის თურმე ჩემ ოთახში წევს ასე
გვერდზე პალატიდან კახელი პაციენტი გამოკეთდა და მიდის!!!!!!!!!!!
უხხხხხხხ კახეთი წავიდა
ვიწრო კუთხური სიხარული მაქვს )))
მოგეხსენებათ უბატონო ( უმენეჯერო) ქიზიყელი გახლავართ ანაგიდან!”
კომენტარები