ექსპერტი ირაკლი ლატარია უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ამილახვარის მიერ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებულ კომენტარზე, რომელზეც დეპუტატმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, წერს :
“ეს არაადამიანები, ეს მკვლელები, ეს მწამებლები რამდენს ბედავენ…
რა თქმა უნდა სულ არ მომეწონა რაც თქვა ამილახვარმა, მაგრამ ემოციურ ფონზე გამოხატა მისი აზრი და ბოდიში მოიხადა.. ეს მანიაკები, ადამიანებს გვამებთან აბავდნენ და ამით ,,კაიფობდნენ” და ესენი უწუნებენ ვინმეს ჰუმანურობას? მოიხადა კაცმა ბოდიში და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ტკივა და ნანობს, მაგრამ ვინ აკრიტიკებს ხომ აქვს მნიშვნელობა? ნერვები მეშლება, ეს ქართველთმოძულე ,,სბროდი” რომ სიტყვებზე ეკიდებიან ყველას და თან რა თემაზე? ჰუმანურობაზე….
ეს კოლექტიური მეგის ქარდავები ესენი!!!”
კომენტარები