დენტალ ცენტრი, მედისონი, განცხადებას ავრცელებს:
“ᲓᲔᲜᲢᲐᲚ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲡᲝᲜᲘᲡ გუნდი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებს აღარ მოემსახურება როგორც თბილისის, ასევე აჭარის ფილიალებში.
მივიჩნევთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების გავლენა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე შეუქცევადი პროცესია და ყოველდღიურად საფრთხის შემცველ ხასიათს იღებს.
ვფიქრობთ, ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ნებისმიერი მიმართულების ბიზნესის პოზიცია უნდა იყოს ერთსულოვანი.
სწორედ ამიტომ, ვუერთდებით მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლებს და ვაფიქსირებთ ურყევ პოზიციას:
ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲩᲐᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲐ!
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ ᲝᲙᲣᲞᲐᲜᲢᲘᲐ!
#რუსეთიოკუპანტია”
კომენტარები