ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე:
“მიუხედავად იმისა, რომ ხეების გადაბელვასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დადგა და კიდევ უფრო მაღალი თუ რა განცხადებას გავაკეთებ მე ამ ყველაფერზე, მინდა გითხრათ რომ დღეს ბევრი ვიფიქრე ამის შესახებ. ცხადია მზად მაქვს მოხსენება თავის არგუმენტებითა და ვიზუალური მასალებით, მაგრამ დავდექი მეორე უკიდურესობის წინაშე. მოგეხსენებათ მიუკერძოებელი, დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღება ადამინებს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება. მე როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე სასწორზე ვდებ კიდევ უფრო დიდ უკიდურესობას, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ჩემს მიერ გამოთქმული აზრის ტირაჟირება საზოგადოებისთვის. მაქვს სერიოზული და გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემმა განცხადებამ შესაძლოა უფრო პოლარიზებული გახადოს ქართველი ხალხი, ვიდრე აქამდე იყო. არ მინდა ჩემი საქციელით ხელი შევუწყო საზოგადოების გახლეჩასა და ორ პოლუსიანობას. ყოველივე აქედან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნიე განცხადების გაკეთებისგან შევიკავო თავი. ამას ისიც ემატება, რომ ვსარგებლობ ხალხის სიყვარულის დიდი მანდატით და არ მსურს ჩემი ბაბლიდან ვინმემ დაგასისხლიანოთ.
მოკლედ დავიშალოთ. კონცერტი არ იქნება, დღეს ვერ დაგაგლეჯინებთ ნერვებს. ერთმანეთს დააყარეთ.”
კომენტარები