სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეც ვიღადავე ამ თემაზე, მოდი ერთ რამეს ვიტყვი:
პირუტყვებს და არაადამიანებს ნუ დავემსგავსებით მეგობრებო! რაც გუშინ მოხდა მატარებელში, არის ჩვეულებრივი მარაზმი და მეტი არაფერი! არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსს არ გააჩნია ეროვნება! ვირუსი შეიძლება ჰქონდეს ჩინელსაც, მონღოლსაც, ფრანგსაც და ამერიკელსაც! მეტიც-ქართველსაც! ასე რომ ჩინელი რომ დააცემინებს, ამაზე პანიკის ატეხვა და ასე გულისამრევად ლაპარაკი არის მარაზმი და არაფერი კავშირი აქვს ადამიანობასთან!
უბრალოდ არ მავიწყდება იმ ორი ახალგაზრდა ჩინელი ადამიანის სახე. არ შეიძლება ასე კეთროვანებივით მოვექცეთ ადამიანებს და გული გაუხეთქოთ, მხოლოდ იმიტომ რომ ეროვნებით ჩენელები არიან! კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ! ადამიანები არიან ისინიც და გული სტკივათ ზუსტად ისე, როგორც თქვენ! და მათი ეროვნება არ ნიშნავს კეთროვანებას ან საფრთხეს!!! ხვალ შეიძლება საქართველოშიც გავრცელდეს რაიმე ახალი ვირუსი და წარმოიდგინეთ თქვენი თავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ასე რომ მოგექცნენ, მხოლოდ თქვენი ეროვნების გამო!
და ბოლოს: არაფერია საპანიკო და ტყუილად ნუ თესავთ ამ პანიკას! შუა საუკუნეებში შავ ჭირს მოერივნენ ადამინები და მოერივნენ ადამიანობით! ჩვენ არარსებული საფრთხის გამო ნუ დავკარგავთ ადამიანობას! ნუ შევხედავთ ნურავის ზიზღით მხოლოდ მათი ეროვნების გამო!”
კომენტარები