უფლებადამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენი ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ან საერთოდ არ გააშუქონ მემარცხენე აქციები, ან მინიმალურად – ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ დღეს ვხედავ, როგორ დამახინჯებულად აშუქებენ, რანაირად ჭრიან გამომსვლელების სიტყვას, როგორ არჩევენ რომელი რესპიდენტის რა ნათქვამი გააშუქონ და გული მერევა ასეთი ტენდენციურობის გამო.
ყველა იმსახურებს მეტ-ნაკლებად ობიექტურ გაშუქებას და ხალხიც იმსახურებს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას, მაგრამ სად არის?
არ შეიძლება ასე წიხლავდნენ იდეოლოგიურად მემარცხენე მოვლენებს მემარჯვენე არხები. გავიგე, რომ იდეოლოგიური სხვაობა არსებობს, მაგრამ მედია ეთიკა და ჟურნსლისტის პროფესია ხომ არ გაუუქმებიათ ჯერ?
კეთილსინდისიერება მემარცხენე-მემარჯვენეობაზე მაღლა დგას და ამას მოველი ყველა წესიერი ადამიანისაგან და მედიისაგან. ნუთუ ბევრს ვითხოვ?”
კომენტარები