მმართველი პარტიის ლიდერი გია ვოლსკი პრაქტიკულად ადასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის ნატა ქორიძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკას უკავშირდება და ამბობს:
„თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“. – ამბობს გია ვოლსკი.
პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს.
ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინსიტროში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ნატა ქორიძე მოულოდნელად უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო.
“მოტივები პოლიტიკურია” – ჯაფარიძის მეუღლე, 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, გაათავისუფლეს
კომენტარები