დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია TV პირველის ეთერში, ამბობს:
“შიმშილობა არის ბრძოლის ფორმა, მშვიდობიანი, მიღებული ფორმა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდნენ, ეს არ მოხდა რუსთაველზე ახალი წლის პერიოდში. მათ შორის ხაზგასმა, რომ არ უნდა იყოს არანაირი არეულობა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ასევე, არ შეიძლება ადამიანების გადაწყვეტილებას, მათ შორის ნიკა მელიას თავგანწირვას პატივი არ სცე და ყველას ვინც იქ არის [ენმ-ის ოფისთან].
ყველა შიმშილობას თავისი კონტექსტი აქვს ხო, პრაგმატულად, რამდენად იქნება ეს შედეგის მომტანი. მე ზოგადად მგონია, რომ ეს არის დიდი წნეხი რეჟიმისთვის და ამას აქვს პოტენციალი, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ეს არის გზა.”
კომენტარები