სტუდენტი, ანამარია მიქელაძე:
1783 წელი, როდესაც დაიდო გიორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც ,,სამეგობრო შეთანხმებით” არის ცნობილი, სინამდვილეში კი რუსეთის იმპერიის ბატონობის დასაწყისი.
1894 წელი, როდესაც რუსეთის იმპერატორი ჩამოდის საქართველოში და ცნობილ ქართველებთან ერთად, მას აკაკი წერეთლის ნახვაც სურს, მაგრამ აკაკი, რა თქმა უნდა, უარზეა. ,,რომ შევხვდე, თავი ხომ უნდა დავუხარო, რომ მივესალმებიო? ჩემი სამშობლოს დამპყრობელს თავი როგორ დავუხაროო”
1999 წლის 27 იანვარი, ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სამშობლო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, განუმეორებელი, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. საქართველოს ხალხმა წარმოუდგენელი სიძნელეები და განსაცდელი გამოიარა და ალბათ, თქვენ გესმით, ჩემი და საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრის მღელვარება დღევანდელ ისტორიაზე. დღეს, როდესაც თქვენ საქართველოს გზა დაულოცეთ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმითი, რომ სწორედ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი აქ – ევროპის სასახლის ტრიბიუნიდან წარმოვთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.”
1992 წლის 14 აგვისტო, როდესაც რუსეთის არმია შემოიჭრა აფხაზეთში და დაიკავა კიდეც ეს ტერიტორია, რომელიც დღემდე ოკუპირებულია.
2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსეთის არმია კიდევ შემოდის საქართველოში და იკავებს ცხინვალის ტერიტორიას.
2019 წლის 20 ივნისი ცნობილი , როგორც გავრილოვის ღამე, როდესაც სერგეი გავრილოვმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი და ასამბლეა გაიმართა რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმა ეს გააპროტესტეს მაგრამ ამაოდ. ამის მიზეზი კი იყო ის,რომ მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.
რუსეთის მმართველობის ქვეშ საქართველომ ბევრი ტკივილი განიცადა, დაკარგა უამრავი ვაჟი თუ ქალი, ბავშვი თუ მხცოვანი და ამ ყველაფრის მიუხედავად, ამდენი სიმწრის მიუხედავად 2023 წლის 7 მარტს პარლამენტში შემოაქვთ რუსული კანონი. მშვიდობიან აქციას არბევენ, რადგან გაუთავისუფლონ გზა დეპუტატებს ისინი, ისინი ხომ მშვიდობით უნდა მივიდნენ სახლში, მათ ხომ დაცვა ჰყავთ, მათ ხომ ხალხის ბედი არ ადარდებთ. გამიზნულად გამოყენებული წყლის ჭავლი, სპრეი და ცრემლსადენი გაზი და ეს ყველაფერი რატომ? რადგან მიიღონ რუსული კანონი, მათ არ ადარდებთ ქვეყნის მომავალი, ისინი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ. #უთხარიარარუსეთს #გზაევროპისკენ
კომენტარები