“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
“ადამიანისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შესაქმნელად სააკაშვილი და მისი “მასტერები” აქტიურად მიმართავდნენ ტექნიკას – კომპაქტური ვიდეო გადამღები მონტაჟდებოდა ყველგან: საძინებელში, მანქანაში, კაბინეტში, საპირფარეშოში. პირად ცხოვრებაში უხეში ჩაწვდომით და ამით გამოწვეულ დისკომფორტზე აგებული იყო და დღემდეც მუშაობს – მიშას, ზურას, ვანოს უსაყვარლესი გასართობი: შანტაჟი, გადმობირება, მუქარა, საკუთარი სექსუალური ვნებების დაკმაყოფილება.
ჯინ შარფის ცნობილი სახელმძღვანელოებიდან, ახალგაზრდა “სვავებს” შემდგომში ასწავლეს სექტისთვის მიუღებელი პირებისთვის “ლაითი” დისკომფორტის შექმნა – მათ დასდევდნენ კაფეებსა და რესტორნებში, სადარბაზოებსა და ოფისებთან. იგივე მეთოდებით მუშაობდნენ და მუშაობენ მათი ე.წ. მედიები.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს – მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ მათ დესტრუქციას, ვამხილოთ და გამოვააშკარავოთ ისინი – ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გადავკვეთოთ მათი პირადი ცხოვრების სივრცე, არ შევეხოთ მათ შვილებს, არ ჩავუძვრეთ მათი ახლობლების საფლავებში. არ დავემსგავსოთ მათ! შემოვიფარგლოთ საინფორმაციო ველით, ვილაპარაკოთ სიმართლე – გამოვიყვანოთ ისინი მავნებლობის დაგეგმარების კომფორტული “უხილავი” ზონებიდან. პოლიტიკურად და არა ფიზიკურად გავაშიშვლოთ ისინი.”
კომენტარები