ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს :
“იმან ჩემს შემოსავლებს გავასაჯაროებო, ამან 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს მარტოო. იმან „ყველა ანგელოზია, მარტო ერთია ფრთამოტეხილი დემონიო“. ზოგმა მიშა დაივიწყეთო, ზოგმა რას ამბობ, ის მუდამ ჩვენს გულებშიაო.
კაროჩე რაა. . .
თუ იშლებით, დაიშალეთ. არ შმუთეს ტვინი?
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არა, იაკობინელები წავიდნენ პოლიტიკიდან და კომპარტია დაიშალა.
თუ იმაზე ფიქრობთ აწი რა ვაკეთოთო, მაგაზე ნუ იდარდებთ.
თოხი, ბარი, ფიწალი ყველასთვის მოიძებნება (ამ შემთხვევაში როგორც სამუშაო იარაღი).
თუ „გიტყდებათ, გაიხსენეთ “დიოკლეტიანე, რომელმაც ფაქტობრივად რომის იმპერიის ოქროს ხანა შექმნა კომბოსტოს მოყვანა დაიწყო (პრინციპში თქვენ დიოკლეტიანე ვინ იყო არ გეცოდინებათ, მაგრამ არაუშავს).
ეს „კრიტიკული მედიის“ ჟჟჟუუურრრრნალისტები მაინც შეიცოდეთ. აღარ იციან რა ქნან, როგორ გააშუქონ „პარტიაში მიმდინარე პროცესები“
კომენტარები