„არ წახვიდე, არ დამტოვო,“- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან წავიდეს”
კომენტარები