თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“ე.წ. “ცნობადი სახეები” როგორ აშკარაა, რომ საპატრიარქოსგან შენთებულნი არიან, რათა “მოკრძალებული” და კონფიდენციალური თხოვნის საფუძველზე 1 წუთიანი მისალოცი სიტყვა ჩაწერონ და ტკბარუნა სიტყვებით მოიხსენიონ კრემლის ემისარი და ჰედონისტი ილია II. ის რომ ამ რევერანსებისა და საქებარი ფლეშმობის უნისონური ლაიტმოტივი, შაბლონური ტექსტი და ქრონომეტრაჟი ერთი უწყებიდან გამოთხოვილი იაფფასიანი “გედის სიმღერაა” – ეს შეუიარაღებელი თვალითაც საჩინოა.
მოკლედ, არ წყდება არქიმანდრიტ გიორგი ვაშაძის, იღუმენია ანა დოლიძის, მონაზონ ნინო სურგულაძის, დეკანოზ გიორგი შერმადინის, სქიმიღუმენ გოგა ხაინდრავას, მღვდელ ზურა ხაჩიძის, დიაკონ ხვიჩა კვარაცხელიას, მგალობელ მამუკა მდინარაძის, სამონაზვნე სალომე ზურაბიშვილის სამადლობელი და მისალოცი ვიდეოები…”
კომენტარები