“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება, კიდევ უფრო დაძაბავს არსებულ ვითარებას და გააღრმავებს კონფლიქტს. სამნიძის თქმით “ქართული ოცნება” კი არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს.
“ქართული ოცნების” უტიფარი განცხადებების შემდგომ, ყველა აგრესიის ზღვარზე ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა დავემსგავსოთ და ჩვენც ზიზღზე, სიძულვილსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. არაფერი კარგის მომასწავებელი ეს არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით. ეს პროცესები კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. “ქართული ოცნება” სათავისოდ გამოიყენებს და კიდევ უფრო გააღრმავებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს”, – ხათუნა სამნიძე
კომენტარები